გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტისგან მოითხოვა, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცები არ წავიდნენ გერმანიაში და საკუთარ ქვეყანაში იმსახურონ. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მერცმა ზელენსკის "ხანგრძლივი" სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
მერცმა ასევე მოუწოდა კიევს, "ენერგიულად გააძლიეროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ" ენერგეტიკის სექტორში გახმაურებული სკანდალის შემდეგ, რამაც რამდენიმე მინისტრის გადადგომა გამოიწვია.