"ეს წერილი "ნაცებმა" ბრიუსელიდან მიიღეს, რაც 15:00 საათზე "პრაიმ ტაიმმა" გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე წერს სოციალურ ქსელში და აღნიშნულ წერილს აქვეყნებს.
ჩაკვეტაძე "გაცხადებულ აგენტებად" მოიხსენიებს ოპოზიციის წარმომადგენლებს - "უცხოელები, ოღონდ ქართული სახელითა და გვარებით".
"ამათ ვინ უნდა დაამხონ, ერთი სიტყვის შეცვლაც კი ვერ გაბედეს გამოგზავნილი დავალების ტექსტში. გაცხადებული აგენტურა - უცხოელები, ოღონდ ქართული სახელითა და გვარებით", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.