14 აგვისტო 2026,   04:30
ვრცლად
"ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას" - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს. როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშავს, ქართველი ხალხი ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით დგას. 

"სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას", - წერს მიხეილ ყაველაშვილი. 

დღის ამბები