14 აგვისტო 2026,   04:31
ვრცლად
ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის უმრავლესობა ქვეყნის წინააღმდეგ მათივე პარტნიორების დავალებით მოქმედებს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის უმრავლესობა ქვეყნის წინააღმდეგ მათივე პარტნიორების დავალებით მოქმედებს. შალვა პაპუაშვილი ამ მიზეზით ხსნის, რომ ხელისუფლების ოპონენტები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ევროპელბიუროკრატებს დაჟინებით სთხოვენ. ინფორმაცია Primetime-მა მოიპოვა. ირკვევა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა უშედეგოდ დასრულდება.

Primetime-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა უპასუხოდ დატოვა. პაველ ჰერჩინკიმ არ ისურვა საუბარი საკითხზე, ითხოვს თუ არა ოპოზიცია საქართველოსთვის უვიზოდ გადაადგილების უფლების შეჩერებას. დიპლომატმა ზოგადად თქვა, რომ ევროკომისია დეკემბერში გეგმავს ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც საქართველოს გარდა ყველა იმ სახელმწიფოს შეეხება, რომელიც ევროპაში ვიზალიბერალიზაციით სარგებლობს.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ თუ ევროკავშირი პოლიტიკური ინტერესით და შურისძიების მოტივით არ იხელმძღვანელებს, უვიზო მიმოსვლის უფლებას საფრთხე არ დაემუქრება. მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია სწორედ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე აგებს სამომავლო გეგმებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არ მალავენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ევროპელ პარტნიორებთან მუშაობენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მხოლოდ კონკრეტული მაღალჩინოსნების შეზღუდვებს ითხოვენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია ყველაფრის ფასად ლობირებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამაში ხელს ისიც უწყობთ, რომ ბრიუსელისთვის გარკვეულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბარი.

რა ფრომით იმსჯელებს ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ცნობილი ერთ თვეში გახდება.

დღის ამბები