17 აგვისტო 2026,   09:03
ვრცლად
"ჩემი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, გავიცანი ბევრი გამოჩენილი, შესანიშნავი, ბრწყინვალე ქართველი დიპლომატი, რომლებიც ყოველთვის მიმართულნი იყვნენ წარმოეჩინათ საქართველო და იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის" - პაველ ჰერჩინსკი

"ჩემი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, გავიცანი ბევრი გამოჩენილი, შესანიშნავი, ბრწყინვალე ქართველი დიპლომატი, რომლებიც ყოველთვის მიმართულნი იყვნენ წარმოეჩინათ საქართველო და იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის," - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"ვიყავი დაპატიჟებული საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ჩემს კოლეგა ყველა დიპლომატთან ერთად დავსწრებოდი ღონისძიებას, რომელიც ქართველი დიპლომატების სამსახურს ეძღვნებოდა. მე თავად 30 წელია, რაც დიპლომატი ვარ და ჩემი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, გავიცანი ბევრი გამოჩენილი, შესანიშნავი, ბრწყინვალე ქართველი დიპლომატი, რომლებიც ყოველთვის მიმართულნი იყვნენ წარმოეჩინათ საქართველო და იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ვწუხვარ, რომ ბევრი მათგანი გათავისუფლებულია ან იძულებული იყო გადამდგარიყო. მე აქ მოვედი, რომ ყველა ქართველ დიპლომატს პატივი მივაგო, ვინც საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდა," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები