19 ივნისი 2026,   06:00
ვრცლად
საცდელ პოლიგონად უკრაინის გამოყენება ნატო-ში ამერიკის ელჩმა აღიარა - მან უკრაინის შესახებ განცხადებები "ფოქს ნიუსის" ეთერში გააკეთა

საცდელ პოლიგონად უკრაინის გამოყენება ნატო-ში ამერიკის ელჩმა "ფოქს ნიუსის" ეთერში აღიარა. ელჩი ამბობს, რომ უკრაინა დასავლური იარაღის პოლიგონად არის ქცეული, სადაც ბრძოლის ველზე ნებისმიერი ახალი იარაღის გამოცდაა შესაძლებელი.

როგორ გამოიყენეს უკრაინა პროქსი ომისთვის დასავლეთსა და რუსეთს შორის, სატელიტ ქვეყნად - ამაზე "ქართული ოცნება" დიდი ხანია საუბრობს. მმართველი გუნდის განცხადებებს, რომლებსაც ოპოზიცია პერმანენტულად აკრიტიკებდა, ახლა შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ.

უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია. გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ ნატოში შტატების ელჩი მდგომარეობას ადეკვატურად აფასებს. ნაციონალური მოძრაობა კი ირწმუნება, რომ უკრაინის ერთგვარ საცდელ პოლიგონად გამოყენება 2 ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე ხდება.

სწორედ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობაა ხელისუფლების მიზანი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას საქართველოს ომში ჩართვა და უკრაინის მსგავსად პოლიგონად ქცევა სურდა, რაც მთავრობამ არ დაუშვა.

ნატოში აშშ-ის ელჩმა უკრაინის შესახებ განცხადებები "ფოქსნიუსის" ეთერში გააკეთა.

დღის ამბები