14 აგვისტო 2026,   08:04
ვრცლად
თურქეთის შს მინისტრი: ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ადგილზე მიემგზავრება, ჩვენს ერს ვუსურვებ მხნეობას

საქართველო-თურქეთის საზღვართან მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიქაია.

"ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს C130 სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიდიოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს, რომელიც ასევე ადგილზე მიემგზავრება. ჩვენს ერს ვუსურვებ მხნეობას,"- წერს X-ზე ალი იერლიქაია.

ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. "კურიერმა" ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა. კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა C130-მა, იგივე "ჰერკულესმა." Flightradar-ის მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით, 14:19 საათზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება. სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით, 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 
 
დღის ამბები