აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველო-თურქეთის საზღვართან მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.
"საქართველოს ტერიტორიაზე ავარიის შედეგად სამხედრო მოსამსახურეთა დაღუპვის ამბავმა ჩვენ უკიდურესად შეგვძრა. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას," - წერს ილჰამ ალიევი.
ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. "კურიერმა" ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა. კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა C130-მა, იგივე "ჰერკულესმა." Flightradar-ის მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით, 14:19 საათზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება. სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით, 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.