14 აგვისტო 2026,   08:04
ვრცლად
კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა

კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. მდინარაძეს სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაღებული აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი. ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. არის 70-მდე სატელევიზიო ფილმის პროდიუსერი.

ელდარ მდინარაძე მუშაობდა ტელეკომპანია "მე-9 არხზე", იყო ტელეკომპანია "მზის" გენერალური დირექტორი, ბოლოს კი ტელეკომპანია "იმედის" სამხატვრო ხელმძღვანელი.

ელდარ მდინარაძეს ოქტომბერში ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები