საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონულ ვორქშოფს მასპინძლობს. ICAO-ს სამუშო შეხვედრა, რომელიც კომპანია "ეარბასთან" თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.
ვორქშოფს ICAO-ს წევრი ქვეყნების ევროპის და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ორგანოების, აეროპორტების ოპერატორებისა და ინდუსტრიის 35-მდე წარმომადგენელი ესწრება.