14 აგვისტო 2026,   08:22
ვრცლად
"მე არ ვიცნობ გარემოებებს, რა ვითარებაში მოხდა ეს შეხვედრა, რა მიზანს ემსახურებოდა" - ტატა ხვედელიანი საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე

საფრანგეთის ელჩსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ კონსპირაციულ შეხვედრას პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ეხმაურება.

როგორც ტატა ხვედელიანი ამბობს, შეხვედრასთან დაკავშირებით, დეტალებს არ იცნობს.

"მე არ ვიცნობ გარემოებებს, რა ვითარებაში მოხდა ეს შეხვედრა, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა, ვინ იყვნენ ჩართული მხარეები. იმის შემდეგ, რაც მე მეცოდინება დეტალები ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, სანდო, ოფიციალური წყაროებიდან, რა თქმა უნდა, გაგცემთ პასუხს. თუ ეს საელჩოს მხრიდან ორგანიზებული იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც რაიმე შეკითხვას გაექცა და არ განმარტა კონკრეტული შეხვედრის შესახებ," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში საფრანგეთის ახლად დანიშნული ელჩი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა.

დღის ამბები