საქნახშირმა და საერთაშორისო კომპანია Rewind-მა პირველი ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელება დაიწყეს. პროექტი სახელად DMS Georgia არის უნიკალური, ღრმა შახტური საცავი, რომელიც მცენარეული ბიომასის ჟანგბადისგან თავისუფალ გარემოში, ანუ ღრმა მიწისქვეშა სივრცეებში უსაფრთხო დაკონსერვებას გულისხმობს. შედეგად, მცენარეული მასა ათასწლეულების განმავლობაში შეინახება, არ წარმოიქმნება ნახშირბადი და არ გავრცელდება ატმოსფეროში.
ნახერხისა და ხის ნარჩენების უჟანგბადო გარემოში გატანით, Rewind-ი ხელს უშლის CO₂-ის გამოყოფას. ამ დროისთვის შახტში 400 ტონის ექვივალენტი CO₂ არის დაკონსერვებული. 2027 წლისთვის ობიექტის წლიური მოცულობა 50,000 ტონამდე გაიზრდება. პირველი სერტიფიცირებული ნახშირბადის კრედიტები 2026 წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი. უნდა აღინიშნოს, რომ ჟანგბადისგან თავისუფალ მიწისქვეშა სივრცეებს შეუძლია შეინახოს CO₂-ის ის მოცულობა, რაც ათი ათასზე მეტი ავტომობილის წლიურ ემისიას უტოლდება.
საქნახშირისთვის ეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პირველი მასშტაბური და მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია. საქნახშირი მიწისქვეშა სივრცეებს კლიმატზე ზრუნვის ძლიერ მექანიზმად აქცევს. ამგვარად, გარემოზე ზრუნვის მსოფლიო პროექტში ჩართვით ტყიბულმა ისტორიული და სამაგალითო ნაბიჯი გადადგა.
Rewind და პროექტი DMS ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას — უზრუნველყოფს ათეულობით სამუშაო ადგილს ოპერაციებში, ლოგისტიკაში და ობიექტის მართვაში, ხოლო საოპერაციო ხარჯების 70% ტყიბულში დაიხარჯება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების გადამზადებას მწვანე ტექნოლოგიებში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს და განავითარებს ახალ პროფესიულ უნარებს.
DMS ნახშირბადის გარემოდან მოცილების ტექნოლოგიის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახლავთ, რადგან პირველი პროექტია, რომელიც ღრმა შახტების ცარიელ სივრცეებს ითვისებს. ამ დრომდე, Rewind-ი ნახშირბადის დასაკონსერვებლად სხვადასხვა ქვეყნებში დალუქულ მიწისქვეშა სიღრმეებს და ზღვის ფსკერს იყენებდა. ამგვარი მიდგომა ამცირებს სათბურის აირების მასობრივ გამოყოფას, თავიდან გვარიდებს ტყის ხანძრებს, ხელს უწყობს ტყის ბუნებრივ განახლებას და ქმნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს.
რამ ამარი, Rewind Earth-ის აღმასრულებელი დირექტორი:
“ჩვენ შთაგონება მივიღეთ შახტების რეკულტივაციის არსებული პროცესიდან: მას შემდეგ, რაც კონკრეტულ უბანზე მადანს სრულად ამოიღებენ, დალუქული მიწისქვეშა კამერები მიწის მასით ივსება, რაც მათ სტაბილიზაციას უზრუნველყოფს... ეს პროცესი ძალიან ჰგავს ნახშირის წარმოქმნის პროცესს.”
ეითან ბრეთლერი, Rewind-ის საოპერაციო დირექტორი:
“Rewind-ის საქმიანობა მხარდაჭერილია ციფრული მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) სისტემით... ჩვენი მიზანია ეტაპობრივად ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება გარემოს დაცვის მიმართულებით...”
მიხაილ სოცკი, “საქნახშირის” გენერალური დირექტორი:
“მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა და ყველა საწარმომ გაიაზროს, რომ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, არსებობს ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის საკითხი... ტყიბულის ღრმა შახტური საცავი უნიკალური და ექსკლუზიური პროექტია...”
(R)