14 აგვისტო 2026,   06:18
ვრცლად
"სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ვიღაც რაღაც ზღაპრებს დაწერს და შემდეგ ადამიანებს გზავნიან ციხეში ამ ზღაპრის გამო" - გრიგოლ გეგელია

"ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას - ეს იქნება ბრძოლა ბოლომდე, ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებით, მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილების მიღწევის მიზნით. ეს იყო, არის და რჩება ჩვენს მთავარ კრედოდ," - ეს განცხადება "ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც "ლელოს" ლიდერებს - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ოფიციალურად აქვთ წარდგენილი.

"ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, ტოტალურად სულელური "ბრალი" ვიხილეთ, რაღაც მუცლით მეზღაპრეობა, რასაც არავითარი შემხებლობა არ გააჩნია არც მამუკა ხაზარაძესთან, არც ბადრი ჯაფარიძესთან და არც რეალობასთან, მაგრამ ვნახეთ, რომ საქმე არის აღძრული ამ ე.წ. ბრალის შესაბამისად. სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ვიღაც რაღაც ზღაპრებს დაწერს და შემდეგ ადამიანებს გზავნიან ციხეში ამ ზღაპრის გამო. არ ვიცი, - 2012 წელს ვინმე ამისთვის იბრძოდა?! ეს იყო ტრანზიცია, რაც უნდა დამდგარიყო ქვეყანაში, რომ ვიღაცას გამოიგონა რაღაცა, აბსოლუტური აბსურდი, რომელიც არსად არ დასტურდება, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არანაირი შემხებლობა არ არსებობს და მეტიც - საპირისპირო სამხილი უფრო მეტი არსებობს?!," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები