14 აგვისტო 2026,   06:21
ვრცლად
ფარული შეხვედრა საფრანგეთის ახალ ელჩთან - რაზე ისაუბრეს "ენჯეოების" წარმომადგენლებმა ოლივიე კურტოსთან კონსპირაციულ ბინაში?

შეხვდნენ, გაიცნეს, თუმცა რა საკითხებზე ისაუბრეს საფრანგეთის ახალ ელჩთან, ოპოზიციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები არ ამხელენ. ოლივიე კურტო 15-მდე "ენჯეოს" არა საფრანგეთის საელჩოში, არამედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ფარულად შეხვდა. რა დავალებები მიიღეს დიპლომატისგან კონსპირაციულ შეხვედრაზე - კითხვა უპასუხოდ დატოვა შეხვედრის ყველა მონაწილემ. 

საპარლამენტო უმრავლესობას იმედი აქვს, რომ ახალი დიპლომატი წინამორბედის ტაქტიკას არ აირჩევს.

საუბრები, თბილისის გარდა, მიმდინარეობს ბრიუსელშიც. არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის შიგნით, ოპოზიცია კი - საქართველოს ფარგლებს გარეთ. "პრაიმ ტაიმის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნოემბრის ბოლოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მუშაობენ. გამოცემის ცნობით, ბრიუსელში მსჯელობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ვიზების დაწესებაზე, თუმცა, ოპოზიცია ევრობიუროკრატებს საპირისპიროში არწმუნებს.

ენჯეოებთან ერთობლივად მუშაობას ადასტურებენ გვარამია-მელიას გუნდში. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერისგან რამდენიმე დღის წინ ციხიდან წერილიც გავრცელდა. ზურა "გირჩი" ჯაფარიძე წერდა, რომ უვიზო რეჟიმს მალე გააუქმებენ, დღეს კი მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ ბრიუსელს არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, არამედ შენარჩუნებას სთხოვენ. იგივე პოზიცია აქვს სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარესაც, რომელიც, კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად, ბრიუსელის ხშირი სტუმარია.

ბრიუსელში ოპოზიციის აქტიურობა მმართველ გუნდს არ უკვირს. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უკვე წლებია მოქმედებენ და ამის არაერთ მაგალითსაც იხსენებენ.

"პრაიმ ტაიმმა" ქართული ოპოზიციის ევრობიუროკრატებთან მუშაობის დეტალებზე ექსკლუზიური ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

დღის ამბები