14 აგვისტო 2026,   08:22
ვრცლად
ახალი ელჩია ჩამოსული, შეხვედრა ჩვეულებრივი ამბავია... ძალიან სასიამოვნო ადამიანია, გულწრფელად უნდა საქართველოს დახმარება, უნდა, გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში, ძალიან კარგი გაცნობითი შეხვედრა იყო - გელა ბეჟუაშვილი საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების გასაიდუმლოებული შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან - "კურიერის" ინფორმაციით, ოლივიე კურტო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ჭანტურიას ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შედგა და არა საფრანგეთის საელჩოში, რომელიც კრწანისში მდებარეობს. რა საკითხები განიხილეს ან რა რჩევები მისცა დიპლომატმა NGO-ებს - ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია.

"დიახ, არ ვიცნობდი და გავიცანი [საფრანგეთის ელჩი]. ზოგადად საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ. ახალი ელჩია ჩამოსული, ჩვეულებრივი ამბავია. მე, როგორც დიპლომატი, როგორც ყოფილი მინისტრი, გავიცანი, ძალიან სასიამოვნო ადამიანია. უნდა გულწრფელად დახმარება საქართველოსი, უნდა, გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში. ძალიან კარგი გაცნობითი შეხვედრა იყო. ელჩები რჩევებს არ იძლევიან. დავალებებს ელჩებისგან არ ვიღებთ. კარგი შეხვედრა იყო", - აცხადებს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) არა-აღმასრულებელი დირექტორი გელა ბეჟუაშვილი.

  

 

დღის ამბები