15 აგვისტო 2026,   16:25
ვრცლად
"პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, ოპოზიციური პარტიების გასანადგურებლად და ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის აღმოსაფხვრელად შექმნილი მექანიზმი იყო" - "გამჭვირვალობა-საქართველო"

"2025 წლის თებერვალში შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების გასანადგურებლად და ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის აღმოსაფხვრელად შექმნილი უკანონო მექანიზმი იყო," - ამის შესახებ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყებას ეხმაურება.

"პარლამენტის მიერ კომისიისთვის გადაცემული მანდატი შორს გასცდა იმ ჩარჩოებს, რომლებსაც ასეთ კომისიას პარლამენტის რეგლამენტი განუსაზღვრავს. "ქართული ოცნების" ხელისუფლების დეკლარირებული მიზანი, რომლის რეალიზაციისკენ ის თანმიმდევრულად მოძრაობს უკანასკნელი წლის განმავლობაში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის დასრულებაა", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები