15 აგვისტო 2026,   15:26
ვრცლად
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის 188-ე წლისთავი აღინიშნა - "ილიაობას" წელს ტრადიციულად მისმა მშობლიურმა ქალაქმა უმასპინძლა

ტრადიცია რომელიც გრძელდება - ყვარელში, ილია ჭავჭავაძის 188-ე წლისთავი აღინიშნა. "ილიაობას" წელს ტრადიციულად მისმა მშობლიურმა ქალაქმა უმასპინძლა.

ილიას გორაზე, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

შემდეგ კი ილიას სახლ მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც დიდი ქართველის ნივთები, ხელნაწერები, ფოტოები და პირადი ნივთები ინახება.

ყვარელში საქართველოს პრეზიდენტი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მიხეილ ყაველაშვილი ილიაობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს შვილებთან ერთად დაესწრო.

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და გადაუნუსხავს სახის ღვინო.

ყოველ 8 ნოემბერს ილიაობა წლებია ყვარელში აღინიშნება. შემეცნებით და გასართობ აქტივობებთან ერთად, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით წარმოდგენები მიმდინარეობდა. დღე ქართული ხმების კონცერტით დასრულდა.

ავტორი: სიმონ შანავა. 

დღის ამბები