შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, ქართულ სტენდთან მისასვლელად რიგია. ეროვნული პავილიონი, გასტრონომიული სივრცეები, ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება - ქართული კუთხე 1000 კვ.მ ფართობზეა წარმოდგენილი. უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება ტრადიციულმა კერძებმა დაიმსახურა.
უმსხვილესი გამოფენა ახალი შესაძლებლობაა ქართველი ექსპორტიორებისთვის. 40-მდე ქართული კომპანია საკუთარ პროდუქტს ადგილობრივებთან ერთად, შანხაიში სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩასულ სტუმრებს აცნობს.
საქართველოს მრავალფეროვანი კულტურა, უნიკალური დამწერლობა, ღვინის წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია-უცხოელი სტუმრების ყურადღების ცენტრშია ეროვნული პავილიონიც. ადგილზე გაიმართა წარმოდგენები ქართული ცეკვის და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით.
საქართველო საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს. ჩვენი ქვეყნის გარდა წელს გამოფენის სტუმარი 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი ორგანიზაციაა.
შანხაიში, უმსხვილეს გამოფენაზე საქართველოს საექსპოზიციო სივრცე პრემიერ მინისტრმა, ჩინელ კოლეგასთან ერთად რამდენიმე დღის წინ გახსნა, ირაკლი კობახიძე ჩინეთში პრემიერ ლი ციანის მიწვევით იმყოფებოდა. ღონისძიება 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა