08 აგვისტო 2026,   03:10
ვრცლად
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ - გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვთ

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მილიონიანი გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

სახელმწიფო ბრალდება "ლელოს" ლიდერების მიმართ ითხოვდა გირაოს, დანარჩენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შემთხვევაში კი, მხოლოდ სასამართლო სხდომის ვადის განსაზღვრას.

"სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ჩვენ ვითხოვდით ორი ბრალდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს, მილიონ-მილიონ ლარის გამოყენებას. ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულებს აღნიშნული ოდენობით შეეფარდათ გირაო. ხოლო, სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც მოგეხსენებათ ვითხოვდით მხოლოდ წინასასამართლო სხდომის ვადის განსაზღვრას, ვინაიდან ეს ბრალდებულები ისედაც ზოგი პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს განაჩენის საფუძველზე, ერთ ბრალდებულს კი, აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო და იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში,"- აცხადებს პროკურორi არჩილ ტყეშელაშვილი.

დღის ამბები