21 ივნისი 2026,   18:11
ვრცლად
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს.

ვიქტორ ორბანი თეთრ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. 

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა - აპირებს თუ არა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ორბანი შესანიშნავი ლიდერია.

დღის ამბები