16 აგვისტო 2026,   20:03
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში და 2019 წლის შემდეგ, პირველი ორმხრივი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს. მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგას ვან ის. განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები. ორი დიპლომატის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში და 2019 წლის შემდეგ, პირველი ორმხრივი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.

დღის ამბები