17 აგვისტო 2026,   00:11
ვრცლად
თბილისში, სანაპიროზე, ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაღუპული მოტოციკლის მძღოლია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები