14 აგვისტო 2026,   02:50
ვრცლად
სპორტის მინისტრმა ძიუდოს 23-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა ძიუდოს 23-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შალვა გოგოლაძე ძიუდოს აკადემიაში ღია ვარჯიშსაც დაესწრო.

ევროპის ჩემპიონატი მოლდოვის დედაქალაქში გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ექვსი მედალი მოიპოვეს.

გარდა ამისა, ქართველი სპორტსმენები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ.

დღის ამბები