ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა შედგა. ღონისძიებას დიდუბის ლომისის წმინდა გიორგის ხატის ტაძრის მღვდელმსახური უძღვებოდა.
ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა და ის ახალი სასწავლო წლიდან თბილისის 53 სკოლაში 100-ზე მეტი ღირებულებითი განათლების კლუბს ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში, სასულიერო პირთა გადამზადება გრძელდება. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.