14 აგვისტო 2026,   10:30
ვრცლად
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოზე, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმაზე იმსჯელეს

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმაზე იმსჯელეს. შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

შეკრებილებმა განიხილეს ასევე სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები. შეხვედრის ბოლოს, უნივერსიტეტების წარმომადგენლები სამინისტროსთან აქტიურ და კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

"პრემიერმა დააანონსა და საჯაროდ წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელთან დაკავშირებითაც, პრემიერის უშუალო ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა შედგა როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ახლა კი ჩვენ უკვე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობას გვქონოდა შეხვედრა როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლების რექტორებთან, სადაც განვიხილეთ ყველა ის ასპექტი, ყველა ის მიმდინარეობა, ყველა ის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ამ დოკუმენტში არის ასახული", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები