25 აგვისტო 2026,   21:12
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე - "საქართველოში, რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ"

"ლელოს" ლიდერებს 318-ე მუხლით, საბოტაჟის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, მამუკა ხაზარაძეს კი ბრალდება ბათუმის საოლქო პროკურატურაში წარუდგინეს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს ითხოვს.

"ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ვერავინ შეაჩერებს.

"საქართველოში, რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ და ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ჩვენი მხრიდან ბრძოლა გაგრძელდება, ყველა კანონიერი ფარგლებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო ამ ბრძოლას გავაგრძელებთ," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები