მარნეულის ბაზარში მდებარე ხუთი ობიექტი დალუქულია. მიზეზი ფარშში აღმოჩენილი ვირის დნმ-ია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული ხორცი შეამოწმეს, 5-დან ორი ობიექტის შემთხვევაში პასუხი დადებითია, რასაც ობიექტების მფლობელები არ ეთანხმებიან.
სარეალიზაციო ხორცი დღეს დალუქულია, ობიექტები კი 1000 ლარით დაჯარიმებულები.
როგორ მოხვდა ვირის დნმ ფარშში? კითხვას პასუხი მოკვლევის დასრულების შემდეგ გაეცემა. მანამდე კი სპეციალისტები მომხმარებლების უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.
ხორცპროდუქტებზე სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიულ შემოწმებებს განაგრძობს. წელს უკვე აღებულია 191 ნიმუში, საიდანაც ვირის დნმ პირველად დადასტურდა.