ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროექტ "ახალგაზრდობის ხმის" მონაწილეებს უმასპინძლა. სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, მიღწევები და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციები გააცნო.
სტუმრებმა სამუზეუმო სივრცე და ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპონატებიც დაათვალიერეს.