გლდანში სამშენებლო და ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა უკანონოდ განთავსებული ნარჩენები სპეცტექნიკით გაიტანეს.
კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ დაყარონ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
შეგახსენებთ, აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას.