შემთხვევები ჯერ ერთეულია, თუმცა ზამთრის დადგომასთან ერთად ციფრებიც რომ ცვალებადი იქნება, ამას მედიკოსები პროგნოზირებენ. საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. კითხვაზე თუ რა საპრევენციო ღონისძიება გამოიყენება სეზონურ ვირუსების წინააღმდეგ? პასუხი ერთია - და ეს დროული ვაქცინაციაა.
გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას მედიკოსები ნოემბრიდან პროგნოზირებენ. პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი. გრიპის ვირუსი სხვა მაგისთანებისგან განსხვავებით, გართულებებით ხასიათდება, რაც საავადმყოფოში მოხვედრის რისკებს ზრდის.
სხვა ვირუსული ინფექციების სეზონი ჯერ არ დასრულებულა. მათგან ახლა ყველაზე აქტიური და გავრცელებული რინოვირუსი და კორონავირუსია. ინფექციის მიმდინარეობა რთული არა, მაგრამ, საყურადღებო განსაკუთრებით რიკს ჯგუფებშია.
სეზონური ვირუსებისგან და ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ჰიგიენის დაცვაა. ექიმების მთავარი რეკომენდაცია კი დროული ვაქცინაციაა. ამ დროისთვის, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 200 000 დოზა ვაქცინაა შემოტანილი და ის უფასოა.