რუსთავის მერია რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მე-4 ეტაპისთვის ემზადება. პროექტი მოსახლეობას ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გააცნო.
ის 4 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებას, სახურავის და ფასადის სრულ რეაბილიტაციას, დეკორატიული აივნების, გარე განათებისა და ახალი კარ-ფანჯრების მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.