ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ბოლნისში - სახელმწიფო ტყეში კანონდარღვევა მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეო-ხაფანგის საშუალებით გამოვლინდა.
კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ მოჭრა ადგილობრივმა მკვიდრმა არაერთი რცხილა და ჯამში 4 კუბურ მეტრამდე ხის მასალა ტყიდან მანქანით გაიტანა. ამჟამად ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქულია, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი ბოლნისის საქმიან ეზოშია გადატანილი.