დუშეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "მთაბარობა" აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში სოფელ ანანურში მოწყობილია ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ტრადიციული კერძების საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცეები.
ასევე, ტარდება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.