17 აგვისტო 2026,   08:06
ვრცლად
UNESCO-ს გენერალური ასამბლეის 43-ე სესია და ქართული დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში - სამარყანდში დღეს ქართული ჰანგები ისმოდა

ისტორიულ სამარყანდში ქართული მრავალხმიანი სიმღერების და ანსამბლ ბასიანის გამოსვლა შედგა. კონცერტს, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ადგილობრივებთან ერთად, UNESCO-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებიც ესწრებოდნენ. საღამო UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

კონცერტს, ქართულ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც ესწრებოდა.

ქართული დელეგაცია, უკვე მეოთხე დღეა, სამარყანდშია. უზბეკეთში საგარეო საქმეთა მინისტრი UNESCO-ს 43-ე სესიას დაესწრო. გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც. ქართველი დიპლომატები ვიზიტისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დღის წესრიგი დატვირთული იყო. მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გაიხსნა UNESCO-ს კონფერენციის მეორე სამუშაო დღე და პოლიტიკური დებატები. ის ასევე ესაუბრა UNESCO-ს გენერალურ მდივანს, უზბეკ, აზერბაიჯანელ და უნგრელ კოლეგებს. დღეს ვიზიტი მინისტრმა მედიასთან შეაჯამა.

საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში, სამარყანდში, დასრულებულია. UNESCO-ს 43-ე სესიას ორგანიზაციის წევრი 194 ქვეყნის 3 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება.

დღის ამბები