საერთაშორისო წესრიგის უპატივცემულობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, იმ ევროპელი ბიუროკრატების პოზიციებში გამოიკვეთა, ვინც "ქართულ ოცნებას" 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაწყების გამო, მწვავედ აკრიტიკებს. მსოფლიო პარტიების კანონგარეშე გამოცხადების არაერთ პრეცედენტს იცნობს, თუმცა ანალოგიური შემზღუდავი მექანიზმის გამოყენების გამო, საქართველოზე იერიში, მმართველი ძალისთვის, ორმაგი სტანდარტია.
ექსტრემისტული იდეოლოგია, კოლაბორაციონიზმი, საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის და დემოკრატიული პრინციპების მიუღებლობა – ამ საფუძვლით აეკრძალათ, სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოში პარტიებს საქმიანობა. პირველი ჩეხეთია, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელმაც 2010 წელს, ექსტრემისტული იდეოლოგიის გამო, მუშათა პარტია კანონგარეშედ გამოაცხადა. 2 წლის განმავლობაში 3 პარტია აკრძალა უკრაინამ. 2022 წელს მემარცხენე ძალების კავშირი და ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის. 2023 წელს, შეიზღუდა ყოფილი სახელისუფლებო პარტია - რეგიონები. იმავე წელს, მოლდოვამ, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა პარტია შორი და აკრძალა მისი მემკვიდრე პარტიები. 2023 წელს საბერძნეთში დემოკრატიული პრინციპების მიუღებლობის გამო, აიკრძალა პარტია ბერძნებიც. ამ ფაქტების მიუხედავად, ოპოზიცია მაინც ირწმუნება, რომ საქართველოში განსხვავებული მოცემულობაა.
ასე ფიქრობენ ქართული ოპოზიციონერების, ევროპელი პარტნიორებიც, თუმცა მკვეთრად განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ თავის დროზე სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს შემადგენლობაში არსებულმა ორგანიზაციამ - 2015 წლის ანგარიშში, ჩეხეთში პარტიების აკრძალვა ქვეყნის პროგრესად შეაფასა. ევროპის უფლებათა დამცველმა თქვა, რომ ათენს ნეონაცისტური პარტიის აკრძალვა შეეძლო. ბრიუსელის ყველაზე დიდი მხარდაჭერა კი მოლდოვამ მიიღო. კიშინიოვს მხარდაჭერა არაერთხელ დაუდასტურა, თავად ევროკომისიის პრეზიდენტმაც.
ბრიუსელის სწორედ ეს დამოკიდებულებაა თბილისისთვის კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მიმართ ევროპელი ბიუროკრატების, შერჩევითი მიდგომასა და უსაფუძვლო კრიტიკაზე საუბრობს, კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სახელმწიფოს ინტერესებს ნებისმიერ ფასად დაიცავს.
ბრიუსელის კრიტიკა მიუღებელია პრემიერ-მინისტრისთვის. მთავრობის მეთაურმა ევროპელ ბიუროკრატებს, კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები სამართლებრივი საფუძვლით მიიღება.
3 პოლიტიკური პარტიის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე, მსჯელობა მალე საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება, რომელმაც 9 თვეში უნდა გადაწყვიტოს კრძალავს, თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას", "ახალსა" და "ლელოს".