17 აგვისტო 2026,   02:53
ვრცლად
"ერთადერთი ლოგიკური გზა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია, არის ის, რომ ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული პარტიები არ არსებობდნენ" - რატი იონათამიშვილი

"პარტიების აკრძალვის მაგალითები გვაქვს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ასოცირებულ ქვეყნის მაგალითებზეც" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველ ჯერზე უპირისპირდებიან და ებრძვიან დემოკრატიას და საქართველოს კონსტიტუციას. 

"პარტიების აკრძალვის მაგალითები გვაქვს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ასოცირებულ ქვეყნის მაგალითებზეც. ამის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები თავს ესხმიან დემოკრატიას და ეს არის სწორედაც რომ ეროვნული დემოკრატიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მყარი ნაბიჯი. ჩვენ შემთხვევაშიც, სწორედ ასეა. ვინაიდან არ ყოფილა საქართველოში დემოკრატიული პროცესი, რომლის მონაწილეც "ნაცები" ყოფილან. ყოველ ჯერზე, ისინი პირიქით, უპირისპირდებიან და ებრძვიან დემოკრატიას და საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთადერთი ლოგიკური გზა სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია, არის რომ ასეთი ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული პარტიები არ არსებობდნენ", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები