23 აგვისტო 2026,   06:37
ვრცლად
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს - მერვე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას მართავს

თბილისის მერვე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას მართავს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.

4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, დედაქალაქის საკრებულოში 4 პარტიას ჰყავს წარმომადგენელი. "ქართულ ოცნებას" - 45 , "ლელოსა" და "გირჩს" 2-2, "კონსერვატორები საქართველოსთვის"კი 1 წარმომადგენელი ჰყავს.

სხდომას ესწრებოდა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი. ვახტანგ სურგულაძის განცხადებით, ისინი პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

"დავესწრებით ყველა სხდომას, ყველგან იქნება ოპონირება, ყველგან იქნება ჩვენი პოლიტიკური განცხადებები, კომისიებში მუშაობა და რეალური პრობლემების დაყენება.

რატომ შემოვედით?! იმიტომ, რომ თბილისზე და საქართველოზე პასუხისმგებლობა გვაქვს", - განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.

დღის ამბები