"ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხილველი არ არის და არც ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. ისინი შეეცდებიან, რომ პროცესი ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში", - პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი მმართველი გუნდის სარჩელთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხილველი არ არის და არც ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის.
"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ებრძვის 13 წლის განმავლობაში. ყოველ წელს ისინი პირდებოდნენ თავიანთ ამომრჩეველს" ნაციონალური მოძრაობის" რადარებიდან გაქრობას, მათ ვერ მოკლეს "ნაციონალური მოძრაობის" იდეა. ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხილველი არ არის და არც ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. ისინი შეეცდებიან, რომ პროცესი ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები ცალსახად არის ჩვენს სასარგებლოდ", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.