18 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
გვარამიას განცხადება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია - დაუშვებელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სომხეთის მაგალითთან შედარება - ქეთევან ბაკარაძე

ოპოზიციის მორიგი სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ამბობენ რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გეგმა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, ისევე როგორც მისი თანაპარტიელი გიორგი ბარამიძის ბოლო პოზიცია, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა.  

"მსგავსი ტიპის განცხადება, რომელიც გაჟღერდა გვარამიას მიერ და აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ კონტექსტთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა მისივე პარტიის წარმომადგენელმა ბატონმა ბარამიძემ, არის აბსოლუტურად ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი.
როგორ შეიძლება სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტების და ზოგადად, ამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის შედარება სომხეთის მაგალითთან? ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ნამდვილად ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ქეთევან ბაკარაძე.

დღის ამბები