12 ნოემბერი 2026,   00:52
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ODIHR-ის შეფასების მიუხედავად პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის იდეას

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ODIHR-ის შეფასების მიუხედავად, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის იდეას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს.

"რაც შეეხება პოლიტიკურ პლურალიზმს, მაგალითად, 2012 წლამდე ოპოზიციას 150-წევრიან პარლამენტში, ფაქტობრივად, მხოლოდ რვა მანდატი ჰქონდა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ოპოზიციამ, ვფიქრობ, პირველად 1995 წლის შემდეგ, 61 მანდატის მოპოვება შეძლო. ეს იყო ოპოზიციის ყველაზე ფართო წარმომადგენლობა პარლამენტში, სადაც ოთხი პოლიტიკური პარტია უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მაგრამ ვინ მიაყენა ზიანი საქართველოში პოლიტიკურ პლურალიზმს? სწორედ ამ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც საკუთარ ამომრჩევლებს უღალატეს და, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ODIHR-ის შეფასების მიუხედავად, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. სწორედ ოპოზიციამ უღალატა საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის იდეას. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მათ, პარლამენტში შესულიყვნენ. მსგავსი ვითარება 2020 წელსაც გვქონდა. საბოლოოდ, იძულებული გავხდით, მოლაპარაკებები გაგვემართა და შეთანხმება გაგვეფორმებინა, რათა ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. თუმცა 2024 წელს მათი პოზიცია გაცილებით უფრო რადიკალური აღმოჩნდა და საბოლოოდ მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები