თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 50-მდე ქართული კომპანია, რომლებმაც სტუდენტებს აკადემიური და პროფესიული პროგრამების შესაბამისი პროფესიული ვაკანსიები შესთავაზეს.
ფორუმის მიზნად თსუ-ს აკადემიური პროგრამებისა და პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების და კარიერული განვითარების ხელშეწყობა სახელდება.