15 აგვისტო 2026,   18:34
ვრცლად
კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა - ფაქტორებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება, საქართველოს წესრიგსა და უსაფრთხოებაში აქვს

მთავრობის ძალაუფლების შეკავება, კორუფცია, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულირება, სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის სისტემები - ამ 8 ფაქტორის შეფასების საფუძველზე, კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ, მსოფლიოს 143 სახელმწიფოს შორის კი, 52-ე ადგილს იკავებს. ანგარიშს World Justice Project-ი აქვეყნებს.

გლობალურ რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრი რამდენიმე და ყველა კანდიდატი ქვეყანა – მოლდოვა, უკრაინა, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა.

ფაქტორებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს წესრიგსა და უსაფრთხოებაში აქვს. რაც შს მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოში უსაფრთხოების მაღალ დონეს ადასტურებს.

რეიტინგის ავტორების შეფასებით, საქართველო საშუალოზე მაღალი ჯგუფის ქვეყნებს შორის მოხვდა. ამ ჯგუფში ის მეექვსე ადგილს იკავებს.

World Justice Project, რომლის სათავო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, 2006 წელს დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ის მსოფლიოში კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხზე მუშაობს.

დღის ამბები