19 აგვისტო 2026,   00:20
ვრცლად
ოპოზიციის გეგმა - ზურაბ ჯაფარიძემ ის კოლეგები გააკრიტიკა, რომლებიც ბრიუსელსა და სტრასბურგში ითხოვენ ვიზალიბერალიზაცია ხელისუფლებას შეუჩერონ, ხალხი კი დაინდონ

პარლამენტის თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს ადრე თუ გვიან დაკარგავს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპონენტები ვიზალიბერალიზაციის საკითხს პოლიტიკურ იარაღად და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ. ქვეყნის შიგნით ჩავარდნილი დამხობის სცენარის შემდეგ კი, ახლა, ოპოზიცია, ისევ გარე აქტორებზეა დამოკიდებული.

ზურაბ ჯაფარიძის წერილი სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კოლეგებს აკრიტიკებს და ღიად ამბობს, რომ მხოლოდ "ქართული ოცნების" დასანქცირების მოთხოვნა არასწორია.

ჯაფარიძის პოზიციას იზიარებენ "ფედერალისტებში". პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ბრიუსელში ხშირ შემთხვევაში სასეირნოდ დადის. ჯაფარიძის კრიტიკის შეფასებისგან თავს იკავებენ მისივე კოალიციის წევრები.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, ქვეყნის გარეთ არსებულ მთლიან რესურსს ხარჯავენ. როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, ჯაფარიძის პოზიციამ, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები კიდევ ერთხელ ამხილა.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის გეგმებმა, საზოგადოებას მათი რეალური სახე კიდევ ერთხელ დაანახა. ქვეყნის შიგნით ვერ შემდგარი არეულობის შემდეგ კი გამოსავალს, ისევ საქართველოს გარეთ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობაში ეძებენ.

დღის ამბები