14 აგვისტო 2026,   02:57
ვრცლად
"გამომყევი აჭარაში" - ბათუმში კამპანიის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ბათუმში კამპანიის "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ინიციატივამ წელს სოციალურ ქსელებში რეკორდული რაოდენობის აქტიურობა გამოიწვია - აჭარის შესახებ 6000-მდე პოსტი გამოქვეყნდა, საერთო ჯამში კი, კამპანიამ 500 მილიონამდე წვდომა დააგროვა.

"გამომყევი აჭარაში", რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, 2023 წლიდან ტარდება. კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის განვითარებაა.

დღის ამბები