ბრალდებები, რომელიც არგუმენტების გარეშე ხმაურობს საქართველოს ბევრი ახსოვს. ახლაც სიჩუმეა - ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე დუმს თუმცა, ქართველი ხალხის დასჯას ისევ ხმამაღლა ითხოვენ. ლუქსემბურგი-ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საბჭოს სხდომაზე იკრიბებიან. მაგიდაზე დევს საქართველოს საკითხიც, მაგრამ ისე, როგორც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში აქაც, სანქციების დაწესების მსურველთა ანგარიშზე მორიგი მარცხი იწერება.
ეს კი იმის დასტურია, რომ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, სამართლიანად ევროპაში, ევროპელი ბევრი პოლიტიკოსი მოქმედებს, მათ შორის კრისტიან ტერეში. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი "კურიერი პიესთან" ჰყვება, რომ ევრობიუროკრატთა ნაწილი საქართველოს უსამართლოდ ექცევა. ევროპარლამენტარს იმედი აქვს, რომ ბრიუსელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე სწორ არჩევანს გააკეთებს და პრაგმატულ პოლიტიკას გაჰყვება
ვიზებით შანტაჟმა ისევ არ გაამართლა და შეთანხმება ვერც ამჯერად შედგა. "ქართულ ოცნებას" უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხის გააქტიურება არ უკვირს, რადგან ამბობენ, რომ ევრობიუროკრატები სანქციებით შანტაჟს განაგრძობენ. აღნიშნავენ კონკრეტული ქვეყნების დამსახურებასაც, რომლებიც მსგავს მიდგომებს საქართველოსთან მიმართებით არ იზიარებენ.
მას შემდეგ, რაც ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვაზე შეთანხმება ვერ შედგა, ევროპელმა დიპლომატებმა სხვა გზების ძიება დაიწყეს- საბჭოს სხდომის შემდეგ ითქვა, რომ სავიზო შეზღუდვები კონკრეტული სეგმენტისთვის დაწესდება, ახალი რეგულაციები კი ძალაში ნოემბერში შევა. ევროპელი დიპლომატების გადაწყვეტილებას შანტაჟად აფასებს საქართველოს პირველი დიპლომატი.
ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა - ეს კი პრემიერ-მინისტრისთვის იმ კონკრეტული ქვეყნების დამსახურებაა, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ. მთავრობის მეთაურს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ, ბრიუსელი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს და ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაც შეიცვლება.
სავიზო რეჟიმის საკითხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისევ მომავლის პერსპექტივად აქციეს, ქვეყნის ფარგლებს შიგნით კი შესაძლოა წარსულად იქცეს დიპლომატთა არადიპლომატიური ნაბიჯები. გერმანიის ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე კითხვები მისსავე ქვეყანაში გაჩნდა. რამდენად შეესაბამება ელჩის ქმედებები ვენის კონვენციას და რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა საქართველოში გერმანიის ელჩი ბოლო ათი კვირის განმავლობაში? - საკითხებს ერთ-ერთო ყველაზე რეიტინგულო პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" იკვლევს. საქართველოში კი ფიშერის მხრიდან ხელისუფლებაზე თავდასხმებსა და რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას იხსენებენ.
ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატთა ნაწილის ქმედებები არ იცვლება, თუმცა ხელისუფლება და თავად ევროპელი პოლიტიკოსები კოლეგებს მოუწოდებენ საქართველოს საკითხი ფართო კონტექსტში განიხილონ. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს საკუთარ ქვეყნის მაგალითი მოჰყავს, რომელიც ევრო გაერთიანების წევრი 2007 წელს გახდა. ამ გამოცდილებით კი კრისტიან ტერეში მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგია მოითხოვოს - სამართლიანი მიდგომები სრულიად ბუნებრივია.
საქართველოს პოზიციას ევროკავშირში ევროპელი დეპუტატი გააჟღერებს. გზავნილი კი საქართველოდან უცვლელი რჩება: ქვეყანა სამართლიან მიდგომებს ითხოვს.