05 აგვისტო 2026,   05:47
ვრცლად
ახალციხეში ვალეობა 2025 აღინიშნა - ტრადიციულ საშემოდგომო დღესასწაულზე მოეწყო სხვადასხვა მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობები

ახალციხეში, ქალაქ ვალეში ვალეობა 2025 აღინიშნა. ტრადიციულ საშემოდგომო დღესასწაულზე მოეწყო სხვადასხვა მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობები.

წარმოდგენილი იყო კულინარიული, ღვინის სივრცეები სადაც სტუმრებმა მესხური სამზარეულო დააგემოვნეს.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების, მეწარმეებისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ტრადიციული დღესასწაული ადგილობრივებთან ერთად ახალციხის ახლად არჩეულმა მერმა ვარლამ წიკლაურმა და სამცხე ჯავახეთის რწმუნებულმა აღნიშნეს.

დღის ამბები