ვარდისფერი ოქტომბერი გრძელდება - ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებები ქუთაისში ტარდება. გაიმართა 2 საერთაშორისო კონფერენცია.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საინფორმაციო ბუკლეტები და ვარდისფერი ბაფთები დაარიგეს. ქალებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ მობილურ კლინიკაში უფასო სკრინინგი ჩაიტარონ.