14 აგვისტო 2026,   09:14
ვრცლად
"ქართული ენა ემიგრანტებისთვის" - ახალი პლატფორმა და უნიკალური შესაძლებლობა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის

"ქართული ენა ემიგრანტებისთვის" - ახალი პლატფორმა და უნიკალური შესაძლებლობა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის.

ინოვაციური პროგრამის საშუალებით მშობლიურ ენას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეისწავლიან.

ემიგრანტებს ქართულ ენას სერტიფიცირებული მასწავლებლები შეასწავლიან. პედაგოგებს სწავლების საკუთარი მეთოდი აქვთ შემუშავებული, რომელიც ბავშვების ინტერესებზეა მორგებული.

პლატფორმით უკვე 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე სარგებლობს. პორტალზე განთავსებულია მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციები. ინოვაციური პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა.

განათლების სამინისტროში ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. გივი მიქანაძემ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში მშობლიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება. ახალი პლატფორმა კი დიასპორისთვის მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები