ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას საავტორო საღამო "ჩემი ოცნების ბათუმი" გაიმართა.
კონცერტზე კომპოზიტორის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერები ქართველმა მუსიკოსებმა შეასრულეს.
საღამოზე ასევე შედგა ახალი სიმღერის პრემიერა - "ჩემი ოცნების ბათუმი". ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.