10 აგვისტო 2026,   22:50
ვრცლად
იმისათვის, რომ ეს კორიდორები რეალობად იქცეს, საჭიროა თანამშრომლობა სხვადასხვა მხარეებს შორის, შეთანხმება საერთო ხედვასა და მიზნებზე - იზაბელ ნეტო შუა დერეფნის განვითარებაზე

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. "საქართველო ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი" - თემაზე ამ წუთებში პანელური დისკუსია მიმდინარეობს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა და "ემაარ ჯგუფის" დამფუძნებელმა.

მთავარი თემა იყო ინვესტიციები საქართველოში და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში. აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე.

მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ და დასავლეთ აფრიკის ციფრული განვითარების პრაქტიკის მენეჯერის, იზაბელ ნეტოს განცხადებით, საჭიროა თანამშრომლობა სხვადასხვა მხარეებს შორის და საერთო ხედვასა და მიზნებზე შეთანხმება.

"რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო კორიდორებზე, იქნება ეს სავაჭრო, ენერგეტიკული, ციფრული და სატრანსპორტო კორიდორები, საქმე იმაშია, რომ ვნახოთ როგორ შეუძლია ამას ეკონომიკური განვითარების გახსნა. უდავოა: იმისთვის, რომ ეს კორიდორები განხორციელდეს და რეალობად იქცეს, საჭიროა თანამშრომლობა სხვადასხვა მხარეებს შორის და საერთო ხედვასა და მიზნებზე შეთანხმება. თუ სამუშაოებს ეფექტურად და ინკლუზიურად ჩავატარებთ, ის მართლაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებას და საბოლოოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა იზაბელ ნეტომ.

დღის ამბები